რეზონანსი
16.11.2025

უნგრეთი ევროპული სამშვიდობო ფონდის ერთ-ნახევარ მილიონიან წილს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაცვლად, ლიბანის არმიის მხარდასაჭერად გაგზავნის. ამის თაობაზე სოციალურ ქსელ X-ზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაწერა. პიტერ სიიარტოს თქმით, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის ხილვა უნგრეთის ეროვნულ ინტერესებში შედის.

„ლიბანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ვუთხარი, რომ მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში უნგრეთის ეროვნულ ინტერესებში შედის და რომ სტაბილურობას ლიბანში ჩვენთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ჩვენ არ გამოვიყენებთ ევროპული სამშვიდობო ფონდის ჩვენს წილს უკრაინის შესაიარაღებლად. ამის ნაცვლად, მილიონ-ნახევარ ევროს ლიბანის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად გადავამისამართებთ", - წერს სიიარტო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×