რეზონანსი
16.11.2025

სტამბოლის გენერალურმა პროკურატურამ, ქალაქის ყოფილ მერს, ეკრემ იმამოღლუს კორუფციის 142 ბრალდება წაუყენა, რაც 828-დან 2 352 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, იმამოღლუ მიმდინარე წელის მარტიდან, კორუფციაში ეჭვმიტანილის სტატუსით პატიმრობაში იმყოფება.

სტამბოლის მერი და მისი ოპოზიციური "რესპუბლიკური სახალხო პარტია" (CHP) უარყოფენ რაიმე სახის დანაშაულს და პრეზიდენტს და მის მოკავშირეებს, ერდოღანის პოპულარობის შემცირების საპასუხოდ, რეპრესიების დაწყებაში ადანაშაულებენ.

თუმცა, ქალაქის მთავარი პროკურორი არა მხოლოდ იმამოღლუს, არამედ კიდევ 401 პირს დებს ბრალს. პროკურორი ყოფილ მერს კრიმინალური, კორუფციული ქსელის შექმნასა და ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს.

რვათვიანი გამოძიების შემდეგ, პროკურორმა აკინ გურლეკმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილებმა, რომელთაგან 105 დაკავებულია, შექმნეს მასშტაბური კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც დაკავებული იყო მექრთამეობითა და ფულის გათეთრებით. მან განაცხადა, რომ თურქეთის სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი 3.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×