რეზონანსი
16.11.2025

არასრულწლოვნებმა მაღაზია დააყაჩაღეს. შემთხვევა ავლაბარში, სამების ტაძრის სიახლოვეს დღეს გამთენიისას მოხდა. მოზარდებმა მიისაკუთრეს როგორც მაღაზია "ნიკორას" გამომუშავებული ფული, ისე მენეჯერის ჩანთაში არსებული თანხა. ყაჩაღობაში სამი ადამიანი მონაწილეობდა.

ირკვევა, რომ არასწრულოვნები მაღაზიის თანამშრომლებს ბოთლის ჩარტყმით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

მაღაზიის ითანამშრომლები იხსენებენ, რომ თავდაპირველად ორი მოზარდი შევიდა, რომელიც მაღაზიაში საეჭვოდ გადაადგილდებოდა. მას შემდეგ, რაც მაღაზიის თანამშრომლებმა მათ შენიშვნა მისცეს, მესამე არასწრულწლოვანი მენეჯერის ოთახში შეიპარა, საიდანაც თანხა მოიპარა. როდესაც იქ მომუშავეებმა 112-ში დარეკეს, მოზარდები უკვე მუქარასა და ძალადობაზე გადავიდნენ. 

თანამშრომლეს ხელი აქვს დაზიანებული, კარები შემოანგრიეს, ფაქტობრივად, და ამ დროს დაუზიანდა ხელი. ბოთლის ჩარტყმას ცდილობდნენ, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვუშვებდით, - ამბობს თანამშრომელი "პირველებთან" საუბარში. 

საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ცოტა ხნის წინ დასრულდა. პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღო

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×