რეზონანსი
16.11.2025

ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, მიმდინარე წლის 16 სექტემბერს დააკავეს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

როგორც „ტვ პირველს“ ზვიადაურის უფლებადამცველმა განუცხადა, ბრალდებულსა და ბრალდების მხარეს შორის მოხდა სასჯელზე შეთანხმება, რაც 6-თვიან პატიმრობას, პირობით მსჯავრს და დამატებითი სასჯელის სახედ ჯარიმას გულისხმობს.

„ბრალდებულსა და ბრალდების მხარეს შორის მოხდა შეთანხმება სასჯელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ზურაბ ზვიადაურს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. შუამდგომლობით და განცხადებით მე მივმართე პროკურატურას, რომ გაფორმებულიყო მასთან საპროცესო შეთანხმება. პირობები გახლავთ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, პირობითი მსჯავრი და დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაური ასევე ბრალდებულია 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმეზეც, სადაც, ურთიერთშელაპარაკების შედეგად მომხდარი დაპირისპირების გამო, სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. აღნიშნულ საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, ვინაიდან, ზვიადაურმა ნაფიც მსჯაულთა სასამართლო აირჩია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×