რეზონანსი
16.11.2025

ყველა ტიპის ფასი, რომელიც მე მოვისმინე აქამდე, გამოთვლის ფორმულირებასაც ასახელებდნენ, იქ ნათლად ჩანდა მთავარი აბსურდი - აღებულია საერთო ინვესტიციის თანხა და გაყოფილია საცხოვრელებელი ფართების კვადრატულობაზე, რაც წარმოუდგენლად აბსურდული ფორმულაა - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს" დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა „იგლ ჰილსის" პროექტის მოწინააღმდეგეების განცხადებებზე საუბრისას.

მისივე თქმით, დაუშვებელია ჯამური ინვესტიციის პროექტის კვადრატულობაზე გაყოფა.

„საუბარია, რომ საცხოვრებელი ფართების მიღმა იქნება კომერციული და სარესტორნო ფართები, იქნება იახტკლუბი, სასტუმროს ნომრები, ამას სულ სხვადასხვა ფასისმიერი კატეგორია აქვს. როგორ შეიძლება საერთო დასახელებული ინვესტიცია გაყო მარტივი არითმეტიკით, კალკულატორით, გარკვეული ტიპის კვადრატულობაზე?", - აცხადებს აბაშიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იგლ ჰილსის" პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ როდესაც ერთ საინვესტიციო პროექტს ქვეყნის განვითარებისთვის ეფექტი მოაქვს, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს უცხოტომელი არაკეთილმოსურნეები მის წინააღმდეგ აქტიურობენ და საკუთარ აგენტურას სრული ძალისხმევით ამუშავებენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×