რეზონანსი
16.11.2025

როგორც ამ ტექსტს სიტყვის შეცვლის გარეშე ჩაჰყვნენ და წაიკითხეს, ზუსტად ისე მიჰყვებიან თითოეულ იმ დესტრუქციულ სცენარს და დავალებას, რომელიც მოდის ბრიუსელიდან და განსაკუთრებით გამძაფრებულად მოდიოდა აშშ-დან წინა ადმინისტრაციის დროს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ბრიუსელიდან ოპოზიციისთვის გამოგზავნილი ტექსტის შესახებ საუბრისას.

მისივე თქმით, როდესაც ნებისმიერ საკითხზე თავიანთ ბინძურ პოლიტიკაში არ ჯდება რომელიმე ქვეყანა და ხელისუფლება და ვერ შედიან პოლემიკაში, წარმოაჩენენ რუსულად.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც, რომელსაც საპროტესტო აქციები მოჰყვა.

„ძალიან კარგად ახსოვთ პრემიერ-მინისტრის თითოეული სიტყვა და განცხადება. ძალიან კარგად გვახსოვს ევროკავშირის ელჩის რამდენიმე საათში გაკეთებული რეალობას აცდენილი, დეზინფორმაციული განცხადება. სამწუხაროდ საზოგადოების გარკვეული რაოდენობა შეიყვანა შეცდომაში, მაგრამ მალევე მიხვდა ჩვენი საზოგადოება თუ რეალურად სად იდგნენ", - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

კირცხალიამ ასევე ისაუბრა ევროპული ქვეყნების დიპლომატებზეც, რომლებიც საქართველოს საშინაო საქმეებში ერევიან.

„ამოსავალი წერტილი არის მშვიდობა. ამას ვერ ეგუება ეს აგენტურა, უცხოელი დიპლომატი, გარე, ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსი. ჩვენმა საზოგადოებამ წლიდან წლამდე, არჩევნებიდან არჩევნებამდე ამას გამოუტანა განაჩენი და უპასუხა ღირსეულად და დემოკრატიულად", - განმარტა ირაკლი კირცხალიამ.

Prime Time-ის ინფორმაციით, ბრიუსელიდან მათ მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გაუგზავნეს. აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ ტექსტს რამდენიმე წუთში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ.

ამასთან, რამდენიმე წუთის შემდეგ პარლამენტთან ჩატარდა რადიკალური ოპოზიციის ბრიფინგი, რომელზეც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ჯობავამ აღნიშნული ტექსტი წაიკითხა და აღნიშნა, რომ მას სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტპატიმრების წარმომადგენლების სახელით კითხულობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×