რეზონანსი
17.11.2025

ყოველთვის მომხრე ვიქნები, რომ მათ სათავეში სალომე ზურაბიშვილი იყოს, რადგან ეს ქალი წარუმატებლობის ფორმულაა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „როცა უცხოური აგენტი წარუმატებლობის ფორმულაა, ის ყველგან უნდა იყოს, რაც საქართველოს წინააღმდეგ იქნება წამოწყებული“.

„რა პრობლემებიც აქვს „ნაცმოძრაობას“, ამიტომ მოუწევს პასუხისგება. იდეების ნაკლებობა რომ აქვთ, თავიანთი ქვეყანა არ უყვართ და რაც წამოიწყეს, ვერ გააკეთეს, ამიტომ აქვთ ის შედეგი, რაც აქვთ. სჯობს, ერთ წრეზე იტრიალონ. კარგია, რომ ამომრჩეველიც უმცირდებათ და ე.წ. პოლიტიკოსები ნდობას კარგავენ – გაშიფრულებიც არიან და წარუმატებლებიც“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×