რეზონანსი
17.11.2025

საფრთხეა, რომ საყოველთაო, უნივერსალური ხმის უფლება გააუქმონ, რადგან არაინფორმირებული საზოგადოება საქართველოშიც გვყავს, მაგალითად კვლევა რომ გაკეთდა 2013 წელს, 6% არსებობდა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ოპოზიცია ეგონა, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი არის ხმის უფლების უნივერსალურობაზე შეხება.

„რეალურად ემიგრაციაზე კონტროლი არ არსებობს, არ აქვს კონტროლი „ქართულ ოცნებას“ და შესაბამისად, ყველაზე ნათლად ემიგრაციაში მიცემული ხმები ასახავს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურობას, იმიტომ რომ იქ ყოველთვის აგებენ და ამის მოსპობა უნდათ. ამიტომ, ყველაზე მეტად აწუხებთ მათ თავიანთი ლეგიტიმურობის თემა და სპობენ სურათებს ყველგან, სადაც ჩანს, რომ ისინი არიან არალეგიტიმურები და მათ არ აქვთ მხარდაჭერა. ეს არის ამისი ამოცანა. არაფერი აღმაშფოთებელი ამაში არ არის, რადგან ეს ავტოკრატიული რეჟიმია და გადალახული აქვს ის ზღვარი, რითაც რამით გაგვაკვირვებს. უბრალოდ გაიფორმეს რეალურად ის იმიჯი, რაც არიან და კიდევ ერთი საბუთი გვაქვს ჩვენი პარტნიორებისთვის, ქვეყნის შიგნით სადემონსტრაციოდ, რომ რეჟიმმა გააუქმა ხმის უნივერსალური უფლება“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×