რეზონანსი
18.11.2025

როდესაც მამუკა ხაზარაძის ხელშეკრულება იყო საიდუმლო, ხოლო ახლა ითხოვს „იგლ ჰილსთან“ დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის ფარისევლობას და არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „ლელოს“ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ „იგლ ჰილსთან“ დადებული ხელშეკრულება გასაჯაროვდეს.

არჩილ გორდულაძის თქმით, მამუკა ხაზარაძემ კარგად იცის, რომ კომერციული ხასიათის დოკუმენტაციის გასაჯაროება არ ხდება და აღნიშნული თემით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით სპეკულირებს.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ, რომ მილიონ ნახევარი ამოეღოთ საქართველოს ბიუჯეტიდან ანუ ქართველი ხალხის ჯიბიდან და საკუთარ ჯიბეებში გადაედოთ. ზუსტად იმავეს აკეთებენ ახლაც, როდესაც იბრძვიან 6,6 მილიარდის ინვესტიციის წინააღმდეგ. და რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს?! იმიტომ, რომ მათ პატრონებს აქვთ სურვილი, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა არ განვითარდეს, გაუარესდეს სოციალური ფონი. მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში, რომელსაც თვითონ ჰქონდა ურთიერთობა სახელმწიფოსთან, მაშინ ანაკლიის პორტის კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულება იყო კომერციული საიდუმლოების შემცველი და გასაიდუმლოებული, რაც სრულად შესაბამისობაშია ქართულ კანონმდებლობასთან. ასევე, შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან. იგივე შემთხვევა გვაქვს „იგლ ჰილსთან“ და არაბულ ინვესტიციასთან. ისიც არის კომერციული საიდუმლოების შემცველი. შესაბამისად, არის გასაიდუმლოებული. და რატომ?! ხელისუფლება და სახელმწიფოს არაფერი დასამალი არ გვაქვს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×