რეზონანსი
18.11.2025

დღეს ესპანეთში ვმართავ შეხვედრებს, რომლებისთვისაც დიდი ხანია ვემზადებით, ვმუშაობთ იმაზე, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრ სანჩესთან შეხვედრამ გამოიწვიოს შეთანხმებები, რომლებიც უფრო მეტ ძალას მოგვცემს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, უკრაინა ელის, რომ კიდევ ერთი ძლიერი ქვეყანა გაზრდის მის მიმართ მხარდაჭერას, დაეხმარება ადამიანების სიცოცხლის დაცვასა და ომის დასრულებაში.

„ხვალ შეხვედრებს თურქეთში გავმართავ. ჩვენ მოლაპარაკებების განახლებისთვის ვემზადებით და შევიმუშავეთ გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენს პარტნიორებს შევთავაზებთ. უკრაინის მთავარი პრიორიტეტია, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ომის დასრულებას მივუახლოვდეთ. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ომის ტყვეების გაცვლის აღდგენასა და ჩვენი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებაზე“, - წერს ზელენსკი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×