რეზონანსი
18.11.2025

არაბიზაცია წარმოუდგენლად დისკრიმინაციული და ქსენოფობიურია, ყველას ვთხოვ, რომ მსგავსი ტერმინის გამოყენებისგან თავი შეიკავოს, ნებისმიერი ერის ასე ნეგატიურ ჭრილში მოხსენიება რადიკალური ოპოზიციის სტილში ზუსტად ჯდება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, ხაზარაძისთვის ანაკლიის პორტი სახელმწიფო ინტერესების დაზიანების საუკეთესო შესაძლებლობა იყო, რაც არ გამოუვიდა.

„ამიტომ, რა თქმა უნდა, ანაკლიის მისეულ პროექტს „იგლ ჰილსის“ პროექტს ვერ შევადარებთ, რომელიც მისი მაჩვენებლებით შეუფასებელია. ეს ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიციაა, რომელმაც ქართულ ეკონომიკას განსაკუთრებული მუხტი უნდა მისცეს. ამ პროექტის საპირწონედ პოლიტიკოსებად წოდებული ადამიანები გამოდიან და აკრიტიკებენ, რომელთაც თავად ანაკლიის პროექტი გაყინეს, ვერაფერი შეასრულეს. მათ მოტივაციას ვხედავთ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერ კარგს ებრძოლონ“, – განაცხადა წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×