რეზონანსი
18.11.2025

ლევან მახაშვილი ორმაგ სტანდარტს უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს ევროკავშირის გაფართოების გზაზე საქართველოს უკრაინა და მოლდოვა უსწრებენ. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებს იშველიებს, რომლებშიც საქართველო მოწინავე პოზიციებზეა.

„საქმე გვაქვს პოლიტიკურ მანიპულაციასთან ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ერთი მხრივ გვესმის ეს პოლიტიკური ყბადაღებული განცხადებები, მეორე მხრივ, არათუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების - ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებშიც ქვეყანა ლიდერობს უამრავი მიმართულებით. მაგრამ აქ მარტო ეკონომიკურ სტატისტიკაზე არ არის საუბარი. აქ არის საუბარი, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლაზე, მმართველობით სტანდარტებზე, ხელისუფლების კეთილსინდისიერებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულად ფუნქციონირებაზე - იმ კრიტერიუმებზე, რომლებითაც ფასდება ქვეყნის ფუნდამენტური მდგომარეობა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი“, - აცხადებს მახაშვილი.

ევროკომისიამ ნოემბრის განახლებული ანგარიში, „ევროპის ეკონომიკური პროგნოზი“ გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წელს 7.3% იქნება. ამავე ანგარიშის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვაში მხოლოდ 1.6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×