
კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილება, რომლითაც უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება. ცვლილების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებზე მათ ოთხ წელიწადში ერთხელ, სამშობლოში ჩამოსვლა მოუწევთ.
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეს, როცა ის საარჩევნო ყუთთან მიდის, თავისუფალი არჩევანის საშუალება უნდა მიეცეს.
„თავისუფლად შეიძლება იმ ძალების ზეგავლენის ქვეშ მოექცეს, როდესაც იქ აქვს სამსახური, იქ ოპერირებს, იქ აქვს ურთიერთობები. მასზე ზეგავლენის მოხდენა ძალიან ადვილია. ეს იყო ერთ-ერთი პირველი მოტივი და არა რაოდენობა“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.