რეზონანსი
18.11.2025

„ჩენდლერის ინსტიტუტის“ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველო საუკეთესო ოცდაათეულში გავიდა, მსოფლიოში არის 29-ე ადგილზე და უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს 15 წევრ სახელმწიფოს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს კერძო სექტორს კონკრეტული ინიციატივებით როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.

„აღნიშნული ანგარიში გულისხმობს მთავრობის უნარს, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს კერძო სექტორს კონკრეტული ინიციატივებით. ამ მიმართულებით, მთავრობას აქვს უამრავი პროგრამა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული კერძო ინიციატივების, ბიზნესის დახმარებას, სუბსიდირებას, გარკვეული ბიზნესების წახალისებას, ახალი სფეროების განვითარებას. შესაბამისად, არ არის გასაკვირი აღნიშნული ადგილი მსოფლიოს რეიტინგში. აღნიშნული რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალურ კვლევას, რომელშიც შვიდი საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია მონაწილეობდა“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×