
საქართველოს მონაწილეობა ამ ღნისძიებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო მსოფლიოს ის ნაწილია, სადაც გლობალური ძალები ცდილობენ არასტაბილურობის გაზრდას, ხოლო, არასტაბილურობა საქართველოში, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოსა და კავკასიის რეგიონს, არამედ, მთელი ევროპის ფართო რეგიონს და განსაკუთრებით კი, შავი ზღვის რეგიონს, რომელიც ევროკავშირის უახლოესი მეზობელია, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე ქვეყნების ევროინტეგრაციის/ევროპულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების (COSAP)კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, საქართველოს მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა, რაც შეეხება მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყებაზე 2028 წელს შეიტანოს განაცხადი, სეფაშვილი ლოგიკურს უწოდებს, ვინაიდან, თავად ევროკავშირს აქვს გაცხადებული, რომ 2030 წლამდე გაფართოებას არ აპირებს.
„როგორც იცით, ამ წლის ბოლოს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში გაფართოების შესახებ, რომელიც აფასებს ქვეყნების პროგრესს ევროპული ინტეგრაციის კუთხით და ეს ანგარიში, რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს მიმართ არ იყო სიმართლეზე დაფუძნებული და არ ასახავდა ქვეყანაში არსებულ რეალობას.
მინდა რამდენიმე მომენტს გავუსვა ხაზი.
პირველ რიგში, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო მტკიცედ ერთგული რჩებაევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა. ჩვენ ასოცირების შეთანხმების, დაახლოებით, 70%-ზე მეტიშევასრულეთ. აღსანიშნავია, რონ ასოცირების შეთანხმება არა მხოლოდ ჩვენი ვალდებულებაა, არამედ ეს არის ევროკავშირის მხარის ვალდებულებაც. მანაც უნდა შეასრულოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ, ევროკავშირი ფაქტობრივად არ ასრულებს თავის ვალდებულებებს- ვგულისხმობ დიალოგის პროცესს, რომელიც ევროკავშირის კომისიის მხრიდან შეჩერდა.
ევროკომისიის მხრიდან იყო ხმამაღალი განაცხადები, რომ საქართველომ შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი - რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ეს პროცესი არ არის შეჩერებული. ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციას, ჩვენი საკანონმდებლო სისტემის ჰარმონიზაციას და ევროპულთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. ამ სამუშაოს ყოველდღიურად ასრულებენ ჩვენი საჯარო მოხელეები, ჩვენი სხვადასხვა ორგანოები. ჩვენი საშინაო დღის წესრიგი ისეა განსაზღვრული და ჩამოყალიბებული, რომ პირდაპირ ეთანხმება და პასუხობს ევროინტეგრაციის პროცესს.
2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ერთადერთი, რაც მოხდა, ის იყო, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ვერ გამოეყენებინათ ევრობიუროკრატებს, როგორც ინსტრუმენტი ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის მიმართ პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად და განვაცხადეთ, რომ ევროკავშირს წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე არ მოვითხოვდით.
რატომ? - იმიტომ, რომ ჩვენ ვთქვით, რომ მოლაპარაკებების დასაწყებად მზად მხოლოდ 2028 წელს ვიქნებით, რადგან ასოცირებისშეთანხმებით აღებული ვალდებულების სრული სპექტრი ამ დროისთვის შესრულდება. მანამდე, თავად ევროკავშირმა განაცხადა, რომ გაფართოებისთვის მზად არ იქნებოდა 2030 წლამდე. ამიტომ, ძალიან ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკებების პროცესი მხოლოდ 2028 წელს დაგვეწყო, როდესაც ასოცირების შეთანხმებას სრულად შევასრულებდით და როდესაც თავად ევროკავშირი იქნება მზად წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად და გაფართოებისთვის, რათა კიდევ ერთი ქვეყანა ჩაერთოს ევროპის ერთიან ბაზარზე.“ - განაცხადა სეფაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისიის ნაბიჯი, ქართულ მხარესთან დიალოგი შეეწყვიტა, არადემოკრატიული ნაბიჯი და სტრატეგიული შეცდომაა.
სეფაშვილმა ასევე ისაუბრა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებზე, სადაც თავად ევროკომისია აღიარებს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის ეფექტიანობის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით და უსწრებს არამხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ბევრ ქვეყანასაც.
„ამჟამად რა ხდება? თავად ევროკავშირმა და ევროკომისიამ შეწყვიტეს დიალოგი ქართულმხარესთან, რაც, ვფიქრობ, დემოკრატიული ნაბიჯი არ არის, რადგან დემოკრატია დაფუძნებულია დიალოგზე, გაზიარებაზე, კამათზე. ევროკავშირის მხრიდან დიალოგის პროცესის შეჩერება, ვფიქრობ, ევროკავშირის მხრიდან დიდი სტრატეგიული შეცდომა იყო, რადგან საქართველოში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია ევროპისსტაბილურობისა და უსაფრთხოების არქიტექტურის აშენება და გაძლიერება. საქართველო მთელი ამ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მხრივ, ვფიქრობ, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს დიალოგი საქართველოსთან, რადგან ეს მათ შეწყვიტეს და არა ჩვენ. დიალოგი საჭიროა, რათა გავცვალოთ მოსაზრებები ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
არ ვფიქრობ, რომ ევროინტეგრაციის კუთხით ცუდად მივდივართ. ჩემი სიტყვების დასტურია ევროკავშირის მიერ ორი კვირის წინ გამოქვეყნებული ანგარიშები, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის შეფასებას ეხება. ამ ანგარიშში საქართველო არა მხოლოდ ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს, წინ უსწრებს ნატოს და ევროკავშირის 18 წევრ ქვეყანას ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის ეფექტიანობა,კორუფციის კონტროლი, კანონის უზენაესობა, მთავრობის ქმედებების გამჭვირვალობა, ბიუროკრატიის დონე და ა.შ.
ამ ანგარიშს ვახსენებ, რადგან დოკუმენტი თავად ევროკომისიის მიერ არის მომზადებული და ასახავს საქართველოს მიერ ამ კრიტერიუმების კუთხით მიღწეულ პროგრესს, რაც ყველა განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნის მთავარი საფუძველია. ეს იმის დასტურია, რომ საქართველო ამ მიმართულებით წარმატებით მიდის. მე ძალიან ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ ამას ვახერხებთ, რადგან ჩვენი მოსახლეობის 80% ევროინტეგრაციის მომხრეა და საქართველოს პარლამენტი ამ ხალხის უმრავლესობას წარმოადგენს. მათ მიერაა არჩეული მთავრობა, რათა შეასრულოს ჩვენი ერის მიზანი - ევროინტეგრაცია - რომელიც არა მხოლოდ დღევანდელი და ამჟამინდელი მიზანი და სურვილია, არამედ ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია.
ქართველი ხალხი ევროინტეგრაციას ირჩევს არა მხოლოდ ევროკავშირის გეოგრაფიული მდებარეობის გამო - არა, ის ჩვენს საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული, როგორიცაა ჰუმანურობა, ერთგულება, გამოხატვის თავისუფლების პატივისცემა, ადამიანის უფლებების დაცვის პატივისცემა და ა.შ. ეს არის ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და ეს არის ღირებულებები, რისთვისაც ქართველი ერი საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.