რეზონანსი
18.11.2025

 საქართველოს სუვერენიტეტის განსამტკიცებლად და მოქალაქეთა დეზინფორმაციისა და გარე ძალებისგან დაცვის მიზნით, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს. ინიციატივის საფუძვლებსა და მიზნებზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, როდესაც ადამიანი სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ბუნებრივად არის იმ იურისდიქციის გავლენის ქვეშ. ირაკლი კობახიძემ ყურადღება კიდევ ერთ მნიშვნელოვან არგუმენტზე გაამახვილა - "ყველამ ინფორმირებული არჩევანი უნდა გააკეთოს, რასაც მოქალაქეები ყველაზე მეტად საკუთარ სამშობლოში შეძლებენ".

ინფორმირებული არჩევანის მნიშვნელობაზე არაფერს ამბობს ოპოზიცია. მმართველი გუნდის არაერთი განმარტების მიუხედავად, მეორე დღეა, მთავრობის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ართმევს.

"ქართული ოცნების" წევრებმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიზანი გარე ჩარევებისგან, დეზინფორმაციისა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებისგან მოქალაქეების დაცვაა. ახალი მოდელი კი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იქნება.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაინიცირებულია. საკომიტეტო განხილვები ხვალიდან დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×