რეზონანსი
18.11.2025

 ნატო-ში აშშ-ის ელჩი მეთიუ უიტაკერი ევროპელ მოკავშირეებს მოსკოვის მიმართ უფრო აგრესიული მიდგომისკენ მოუწოდებს. როგორ „ბლუმბერგი" წერს, ეს იმ ფონზე, როდესაც გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების შესახებ მოლაპარაკებები სულ უფრო ინტენსიური ხდება.

როგორც უიტაკერი „ბლუმბერგთან" ინტერვიუში აცხადებს, ევროპის მიერ რუსული გაყინული აქტივების კონფისკაცია იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინისთვის, რომელიც წლების განმავლობაში, როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით დააფინანსებს. გარდა ამისა, ნატო-ში აშშ-ის ელჩის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება ასევე იქნება ნაბიჯი - უფრო აგრესიული ევროპისკენ.

„ეს იქნება დიდი ნაბიჯი არა მხოლოდ უკრაინის დასაფინანსებლად რამდენიმე წლით - როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. ვფიქრობ, ის ასევე მიუთითებს ახალ ნაბიჯზე - უფრო აგრესიულ ევროპაზე. კრიტიკა, რომელსაც ევროპა ხშირად ისმენს, სწორედ ის არის, რომ საკმარისად აგრესიულები არ არიან. ჩვენ ძლიერები ვართ მაშინ, როდესაც ერთად ვმოქმედებთ", - აცხადებს უიტაკერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×