რეზონანსი
19.11.2025

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “ევროპული საქართველოს” გენერალური მდივნის, აკაკი ბობოხიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ევროკომისარ მარტა კოსის აღიარების შემდეგ, რომლის თანახმად, ევროკავშირი შემოვლითი გზებითაც, შეეცდება ადგილობრივი რეზიდენტურის დაფინანსებას, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური აქტორებიც საჯაროდ ამჟღავნებენ საკუთარ როლს გარე ძალების ინტერესებში.

ანჯაფარიძის თქმით, ბობოხიძის განცხადება ცხადყოფს, რომ ოპოზიციის ძირითადი მისია არა მოქალაქეებთან მუშაობა, არამედ გარე ცენტრებთან “დასმენების” და დეზინფორმაციის გაგზავნის პროცესში მონაწილეობაა, რასაც თავადვე უკავშირებენ ქვეყნისთვის სანქციების მოტანას და ზეწოლის გაძლიერებას, იმ იმედით, რომ ეს ვითარება მათ პოლიტიკურად დაეხმარება.

„გარე აქტორის, ევროკომისარ მარტა კოსის გუშინდელ აღიარებას, რომ ყველა, მათ შორის, შემოვლითი გზებით, შეეცდებიან მათი აქაური რეზიდენტურა ფულით მოამარაგონ, მოჰყვა უკვე ადგილობრივი აქტორის აღიარება, რომელიც ოპოზიციის მთავარ მისიას ხედავს, არა ხალხთან, არამედ გარე ძალებთან მუშაობაში, ანუ დასმენებში,  დეზინფორმაციის გაგზავნაში და ა.შ. რომელთაც უნდა მოჰყვეს სხვადასხვა სასჯელები ქვეყნისთვის, რომ ამით ოპოზიციას ეშველოს, როგორც თავად თვლიან.

შესაბამისად, ასეთი ძალებისგან ქვეყნის პოლიტიკური ველის გაწმენდა უკვე ბუნებრივი მოთხოვნა და საჭიროება ხდება,  და ქ/ოცნებამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ეს ბუნებრივად მოხდება, ოღონდ ცოტა დროში გაიწელება. ეხლა კი ხდება უბრალოდ ამ პროცესის ცოტა დაჩქარება, შექმნილი აუცილებლობიდან გამომდინარე. მითუმეტეს,  რომ აგენტურამ ფაქტიურად თვითლუსტრაცია გამოაცხადა“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×