რეზონანსი
19.11.2025

ორგანიზაცია Freedom House-მა ინტერნეტის თავისუფლების 2025 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ინტერნეტი სრულად თავისუფალია. ჩვენი ქვეყანა ევროპის ქვეყნების საუკეთესო ათეულში შედის.

საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა უნგრეთი, სერბეთი, უკრაინა, თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ბელარუსი.

Freedom House-მა საქართველოში ინტერნეტის თავისუფლება 70 ქულით შეაფასა. სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველოს მსგავსად თავისუფალი ინტერნეტი მხოლოდ სომხეთშია.

ანგარიშში ინტერნეტის თავისუფლების დონე ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: დაბრკოლებები წვდომისთვის, კონტენტზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×