რეზონანსი
19.11.2025

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ როდესაც რომელიმე ქვეყანა უცხოეთში არ ხსნის საარჩევნო უბანს, ამით არ ირღვევა საარჩევნო უფლება, -აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გერმანიის პარლამენტის ყოფილი წევრი მიხაელ როთი ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა იმ ამომრჩეველზე, რომელიც გერმანიაშია და 2024 წლის არჩევნების წინ უშუალოდ იყო იმაში ჩართული, რომ ქართველი ემიგრანტები დარეგისტრირებულიყვნენ და მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა.

„თუ ვსაუბრობთ იმაზე, არის თუ არა ეს რომელიმე ადამიანის უფლების დარღვევა, ასე არაა, რადგან ამაზე ნამსჯელი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საბერძნეთის საქმესთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ როდესაც რომელიმე ქვეყანა უცხოეთში არ ხსნის საარჩევნო უბანს, ამით არ ირღვევა საარჩევნო უფლება. გერმანიის პარლამენტის ყოფილი წევრი მიხაელ როთი რომელიც ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, აქეზებდა ქართულ ოპოზიციას, 2024 წლის არჩევნების წინ უშუალოდ იყო იმაში ჩართული, რომ ქართველი ემიგრანტები დარეგისტრირებულიყვნენ და მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ის ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა იმ ამომრჩეველზე, რომელიც გერმანიაშია. ეს მაგალითად მოვიყვანე და ბუნებრივია, ასეთი ზეწოლებისგან თავისუფალი უნდა იყოს ქართველი ამომრჩეველი“, - აღნიშნა სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×