რეზონანსი
19.11.2025

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, რომ „ლელოს“ ბელადი „დიფ სთეითის“ ხელის ბიჭად იქცა.

„სასაცილო ფაქტია, რომ ბიზნესმენად წოდებული ეს კაცი, „ლელოს“ ბელადი, იქცა „დიფ სთეითის“ ხელის ბიჭად - რასაც უკარნახებენ, იმას ლაპარაკობს. მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის სახელმწიფოსა და ბიზნეს ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულება. თავის დროზე, როდესაც ანაკლიის კონსორციუმმა და სახელმწიფომ გააფორმეს ხელშეკრულება, თავადვე მოითხოვა გასაიდუმლოების სტატუსი მისცემოდა ამ ყველაფერს. ამიტომ ძალიან კარგად იცის, რასთანაც გვაქვს საქმე“, - ამბობს გიორგი სოსიაშვილი.

„ლელო“ ამჯერად ანაკლიის პროექტსა და არაბულ ინვესტიციას ერთმანეთს ადარებს და წერს, რომ ანაკლიის პორტი ქვეყანას 100 პროცენტით რჩებოდა, ახლა კი მიწა არაბებს სამუდამოდ მიაქვთ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შეფასება არასერიოზულია, მათი ოპონენტები კი, მანიპულაციურთან ერთად, ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×