რეზონანსი
19.11.2025

სამწუხაროდ, ბრიუსელს, ევრობიუროკრატიას, არ აინტერესებს რეალურად დემოკრატიული პროცესი, არჩევნები, ხალხის ნების განხორციელება, - განაცხადა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა. ჭეიშვილი გამოეხმაურა ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას.

„თუ საქართველოში მათთვის, ევრობიუროკრატებისთვის სასურველი ხელისუფლება არ მოვა, თუნდაც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ფაქტობრივად ეს არის წითელი ხაზი ევროკავშირთან შესაბამისი მოლაპარაკებების განახლების კონტექსტში. სამწუხაროდ, ბრიუსელს, ევრობიუროკრატიას, არ აინტერესებს რეალურად დემოკრატიული პროცესი, არჩევნები, ხალხის ნების განხორციელება და ხალხის ნების განმახორციელებელი ხელისუფლების ყოფნა, არამედ უნდა, რომ ჰყავდეს თავისი მარიონეტები, რომელთაც შესაბამის დავალებებს მისცემენ, რაც უაპელაციოდ უნდა შესრულდეს“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, თუ საქართველოში ცვლილებები მოხდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×