რეზონანსი
19.11.2025

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია განხორციელდება 2026 წელს. ეს დაახლოებით, 50 მლნ ლარის ბიუჯეტით არის განსაზღვრული. უახლოეს მომავალში დავიწყებთ სამუშაოებს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, სამუშაოებისთვის შეარჩევენ ისეთ დროს, რომლითაც მოსახლეობას ნაკლები დისკომფორტი ექნება.

„გიდასტურებთ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია განხორციელდება 2026 წელს. ეს დაახლოებით, 50 მლნ ლარის ბიუჯეტით არის განსაზღვრული. უახლოეს მომავალში დავიწყებთ სამუშაოებს. ახლა ტექნიკურ დეტალებზე ვმუშაობთ, შევარჩევთ დროს, როცა ნაკლები დისკომფორტი იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ვფიქრობთ, 4 თვის ვადაში იყოს განხორციელებული აღნიშნული პროექტი“, - აღნიშნა ტყემალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×