რეზონანსი
20.11.2025

შეერთებულმა შტატებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიანიშნა, რომ ომში მყოფმა ქვეყანამ რუსეთთან კონფლიქტის დასასრულებლად, აშშ-ის მიერ შემუშავებული წინადადება უნდა მიიღოს, რომელიც უკრაინის ტერიტორიებისა და იარაღის ნაწილის დათმობას გულისხმობს.  ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ წყაროს ცნობით, წინადადებები სხვა საკითხებთან ერთად უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასაც მოიცავდა. ასევე, წყაროს ინფორმაციით, ვაშინგტონს სურს, რომ კიევმა ძირითადი პუნქტები მიიღოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×