რეზონანსი
20.11.2025

ჩვენი მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს შევუქმნათ ყველა პირობა იმისთვის, რომ მათი ინტერესი იყოს სრულფასოვანი განათლების მიღება, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და არა მიდრეკილება კრიმინალისკენ, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას.

მისი თქმით, არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალური კანონი მიზნად ბავშვების საზოგადოებაში ჩართულობის გაზრდას და მათში განათლებისადმი ინტერესის განვითარებას ისახავს.

„ჩვენი მიზანია, რომ მას შემდეგ, რაც ისინი 18 წლის გახდებიან, მათი ინტერესი იყოს განათლების მიღება, საზოგადოებაში ჩართულობა და არა კრიმინალური თვისებების განვითარება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის, რომ სწორედ ეს მულტიდისციპლინარული მიდგომები იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მხრიდან და მხარდაჭერის, რეაბილიტაციისა და მზრუნველობის სერვისებით მოხდეს მათი სრულფასოვან მოქალაქეებად განვითარება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ბავშვების მიერ დანაშაულის ჩადენის გაზრდილ მაჩვენებლებს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებით პასუხობს. საქართველოში გერმანული კანონის ზუსტი ანალოგი იმოქმედებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×