რეზონანსი
20.11.2025

ევროპის არაერთი ქვეყანაა, სადაც ამ ასაკის და უფრო დაბალი ასაკის ახალგაზრდებშიც მსგავსი პასუხისმგებლობის კომპონენტი არის დადგენილი, თუმცა ეს არის უკიდურესი ფორმა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალურ კანონზე საუბრისას.

მისივე თქმით, არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალური კანონი პირველ რიგში ასრულებს პრევენციულ ხასიათს.

„მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

პარლამენტი არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალურ კანონს განიხილავს, რომელიც გერმანული კანონის ანალოგია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×