
„რეპარაციის სესხი" უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერისთვის საუკეთესო გზაა, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 2026-2027 წლებში ევროკავშირისგან უკრაინისთვის შემოთავაზებული ფინანსური დახმარების ყველა ვარიანტიდან საუკეთესო არჩევანია უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივების საფუძველზე „რეპარაციის სესხების" მიწოდება.
კალასმა ასევე განმარტა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს 20 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე უკრაინის დაფინანსების საკითხი „სიღრმისეულად არ განხილულა, თუმცა ის რამდენჯერმე წამოიჭრა".
„იმ ქვეყნებმა, რომლებმაც დაფინანსებას მხარი დაუჭირეს, ასევე გამოთქვეს მხარდაჭერა „რეპარაციის სესხის" მიმართ და ამ საკითხზე დაადასტურეს წინსვლის აუცილებლობა", - განაცხადა კალასმა.
როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის ბიუჯეტს 2026-2027 წლებში 135.7 მილიარდი ევროს უცხოური დახმარება დასჭირდება, საიდანაც 83.4 მილიარდი ევრო სამხედრო საჭიროებებისთვის იქნება საჭირო.