რეზონანსი
20.11.2025

რუსთაველის გამზირიდან წამოსული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს პოლიციამ გადაადგილება სხვადასხვა ქუჩაზე შეუზღუდა. მსვლელობა თავდაპირველად პარლამენტიდან უზენაეს სასამართლოსთან მივიდა, სადაც პოლიციებმა ჩიხები ჩაკეტეს და აქციის მონაწილეებს წინსვლის საშუალება აღარ მიეცათ. ამის შემდეგ მსვლელობის მონაწილეები ისევ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ, სადაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირსა და პარალელურ ქუჩებზე მსვლელობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეები მიწისქვეშა გადასასვლელით ქაშვეთის მხარეს გადავიდნენ და იქ გაგრძელდა მსვლელობა. აქციის მონაწილეებს დიდი რაოდენობით სამართალდამცველები მიჰყვებიან თან.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიციელებმა რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ, ერთი პირი დააკავეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×