რეზონანსი
21.11.2025

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის მოწვევით, თბილისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ვილაიათ ეივაზოვი ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრას და ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ასევე ეწვევა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფებს და მათ საქმიანობას გაეცნობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×