რეზონანსი
21.11.2025

"ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაცია" უქმდება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ.

უმრავლესობაში, კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამენ ინიციატივის მნიშვნელობას და "ნაცმოძრაობის" ბრალეულობაზე საუბრობენ, ოპოზიცია კი ცვლილებას სკეპტიკურად უყურებს.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის თქმით, ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. 

"მთავარი კითხვა, რომელიც მე ახლა მიჩნდება "ოცნების" ე.წ. ინიციატივასთან, არის ის, რომ რატომ ახლა?! კითხვები მიჩნდება იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, ხომ არ არის ეს ყველაფერი კავშირში ჩორჩანასთან. ასევე, იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივაც ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით არ არის ნაკარნახევი," - აცხადებს შარაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×