
ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრი გიგა ფარულავა, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებას. დეპუტატის შეფასებით, თავის დროზე, მისი ამ ფორმით დამტკიცება შეცდომა იყო.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა უშუალოდ მისი დამტკიცება თავის დროზე, იყო შეცდომა, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური პროცესების გაანალიზების მხრივ, ჩვენ ვაფასებთ კონკრეტულ რისკებს, ვმსჯელობთ კონკრეტულ საკითხზე და, რა თქმა უნდა, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ ამ ადმინისტრაციას შევუცვლიდით სახელს და დავარქმევდით, მაგალითად, სამაჩაბლოს, ვინაიდან დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში ამას აქვს სიმბოლური მნიშვნელობა“, - აცხადებს გიგა ფარულავა.
შეგახსენებთ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ.