|

არაერთი ფაქტი არსებობს, თუ რამდენად უკმაყოფილო იყო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი და რუსეთის წარმომადგენლობა ჟენევის მოლაპარაკებებში „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლის დასწრებით, -ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციის გაუქმების საკითხზე ექსპერტებთან ერთად მუშაობას და საბოლოო პოზიციას საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს.
„ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. განსაკუთრებით კითხვის ნიშანია, რატომ ახლა? კონტექსტი, რასაც დიდი ხანია, ვაკვირდებით, დაიწყო ივანიშვილის მიერ ოკუპანტის წინაშე საჯარო ბოდიშის მოხდით. შემდეგ ეს გაგრძელდა წულუკიანის კომისიით, რომელმაც ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა. შემდეგ ამას მოჰყვა გიორგი გახარიას წინააღმდეგ ქართული მიწების დაცვის გამო აღძრული საქმე, რაც არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აღძრული საქმე. ამ ყველაფერს როდესაც მოჰყვება ეს ახალი ინიციატივა, რა თქმა უნდა, ეს ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ დაკარგავს საქართველო საკუთარ პოზიციებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. არაერთი ფაქტი არსებობს, თუ რამდენად უკმაყოფილო იყო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი და რუსეთის წარმომადგენლობა ჟენევის მოლაპარაკებებში ადმინისტრაციის წარმომადგენლის დასწრებით. თუმცა რაც შეეხება თავად ტერმინს, რასაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყენებენ, როგორც ამ გადაწყვეტილების გამართლების საბაბს, ჩვენ მივესალმებოდით და ჩვენი ინიციატივა იქნებოდა „სამხრეთ ოსეთის“ ნაცვლად სამაჩაბლოს გამოყენება. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიული ინტერესებს რეალურად ასახავდა. ამის გარდა, სხვა დანარჩენი არის სერიოზული პოლიტიკური კონტექსტის თემა. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, კომუნიკაცია გვაქვს ექსპერტებთან და საბოლოო პოზიციას ამის შემდეგ გაცნობებთ. ის, რომ ეს უნდა იყოს არა „სამხრეთ ოსეთის“, არამედ სამაჩაბლოს ადმინისტრაცია, ამას ამ ეტაპზეც გიდასტურებთ“, - განაცხადა შარაშიძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|