|

ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს, 2025 წლის 19 ნოემბერს, „ოცნებამ“ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე გაამართლა ზურაბ ადეიშვილი - „ნაცმოძრაობის“ იმდროინდელი გენერალური პროკურორი. ზურაბ ადეიშვილი, რომელიც იყო და არის უსამართლო სისტემის მთავარი შემოქმედი და არქიტექტორი, სისტემის, სადაც სიმართლე არ არსებობდა და მხოლოდ ერთი პარტიის ძალადობა მძვინვარებდა, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა სოფო ხორგუანმა განაცხადა. მისი თქმით, ამით „ოცნებამ“ კიდევ ერთხელ ომი გამოუცხადა ყველა იმ მოქალაქეს, ვინც რეჟიმს ებრძოდა.
„ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც დაგვპირდა სამართლიანობის აღდგენას და მოგვატყუა. „ოცნებამ“ დასცინა რეჟიმის ყველა მსხვერპლსა და მათ ოჯახებს. ყველას, ვისაც სიმართლის იმედი გვაქვს და სამართლის აღსრულება გვჭირდება. სწორედ ზურაბ ადეიშვილის შექმნილი ძალადობრივი და უსამართლო სისტემა „ოცნებამ“ გადმოიბარა სრულად, მოირგო და დღესაც იგივე სისტემასა და იგივე ადამიანებს ეყრდნობა. იგივე სისტემა დღესაც ერთი პარტიის სამსახურში. ამასთან, „ოცნება“ ამუშავებს პროპაგანდას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მუდმივ შიშში ვიცხოვროთ. შიშსა და ტყუილში. ფაქტია, 2025 ნოემბერში „ოცნება“ ამართლებს ზურაბ ადეიშვილს, რეჟიმის ავტორს. 2025 ნოემბერში ბრალს სდებს გიორგი გახარიას, საქართველოს მიწის დამცველს. ეს არის „ოცნების“ დღევანდელი სახე, ფლიდი და ფარისეველი სახე. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ სიმართლეს, იმსახურებენ სამართლიანობას. მივმართავ თითო ოროლა შემორჩენილს „ოცნებაში“, ვინც იბრძოდით მაშინ, ნუ გეშინიათ, სიმართლის მხარეს დადექით, დასვით კითხვები“, - განაცხადა სოფო ხორგუანმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|