რეზონანსი
21.11.2025

“ვრჩე­ბი ჩემი გუნ­დი­სა და სამ­შობ­ლოს ერ­თგუ­ლი. ჩემი მი­ზა­ნი რო­გორც იყო, ასე­ვე დარ­ჩე­ბა სწრაფ­ვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნდში ვი­ყა­ვი და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნ­დი­დან წა­მოს­ვლა­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს,“ - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ახა­ლარ­ჩე­ულ­მა დე­პუ­ტატ­მა ლუკა ძა­ძა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც მან­და­ტი სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ტო­ვა.

რო­გორც ძა­ძა­მი­ამ გან­მარ­ტა, ის რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე არა 2024 წლის ნო­ემ­ბერ­ში, არა­მედ, 2022წლის ბო­ლო­სა და 2023 წლის და­სა­წყის­ში იყო.

„მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს მან­და­ტის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ. ჩემი სწრაფ­ვა და მი­ზა­ნი ყო­ველ­თვის იყო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა, გა­ტა­რე­ბა. ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვის­თვის მი­ვი­ღე აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი არა­ერ­თი თავ­დას­ხმის ად­რე­სა­ტი. მე საქ­მი­ა­ნო­ბას გა­ვაგ­რძე­ლებ ახა­ლი სტა­ტუ­სით. ჩემი პი­რა­დი რე­სურ­სით უზ­რუნ­ველ­ვყოფ ხსე­ნე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­ზე ზრუნ­ვა­სა და მათი უკე­თე­სი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში. ჩემს სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ად­რე­ულ ასაკ­ში ავი­ღე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე, რა­საც შემ­დგომ რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის­გან მოყ­ვა ჩემ­ზე და ჩემს ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებ­ზე პი­როვ­ნუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი, მათი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბე­ბი, ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და პო­ზი­ცია არ შეც­ვლი­ლა. ვრჩე­ბი ჩემი გუნ­დი­სა და სამ­შობ­ლოს ერ­თგუ­ლი, ჩემი პი­რა­დი რე­სურ­სით ვეც­დე­ბი ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და მათი კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის ყვე­ლა სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რებ­მა და დე­და­ქა­ლა­ქის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სრულ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ მეც და ჩვენს გუნდს გა­მოგ­ვი­ცხა­და უდი­დე­სი ნდო­ბა. მო­ვი­პო­ვეთ ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა. მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ ამომ­რჩე­ველს, მხარ­დამ­ჭერს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბის­თვის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ახ­ლან­დე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა გა­აგ­რძე­ლებს ძვე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბე­ბის ღირ­სე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას და ასე­ვე უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ იმ პი­როვ­ნე­ბას, რო­მე­ლიც მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა ჩემს უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლედ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, ჩემი მი­ზა­ნი რო­გორც იყო, ასე­ვე დარ­ჩე­ბა სწრაფ­ვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. [„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“] მხრი­დან არა­ნა­ირ მი­ნიშ­ნე­ბას არ ჰქონ­და ად­გი­ლი. ბუ­ლინ­გის მცდე­ლო­ბე­ბი იყო. მე არ ვი­ტყვი, რომ ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი აღ­მოვ­ჩნდი, თუმ­ცა ცალ­სა­ხად იყო ბუ­ლინ­გის მცდე­ლო­ბე­ბი. ჩა­ნერ­გი­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე არა­ვინ ყო­ფი­ლა. უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბაა, თა­ვად „ჩა­ნერ­გი­ლი“ ტერ­მი­ნი არის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი. მი­მაჩ­ნია, რომ პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბის ადა­მი­ა­ნი ვარ, იგი­ვე შე­ხე­დუ­ლე­ბის ადა­მი­ა­ნად დავ­რჩი. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნდში ვი­ყა­ვი და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნ­დი­დან წა­მოს­ვლა­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს.

რაც შე­ე­ხე­ბა აქ­ცი­ა­ზე ჩემი ყოფ­ნის კად­რებს, 2024 წელს ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს ვი­ყა­ვი ეს­პა­ნეთ­ში. იქამ­დე რამ­დე­ნი­მე თვე და შემ­დგომ რამ­დე­ნი­მე თვე ეს­პა­ნე­თი არ და­მი­ტო­ვე­ბია. აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რი 2024 წლის არაა, ის არის 2022 წლის ბო­ლო­სა და 2023 და­სა­წყისს შო­რის არ­სე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი“, - გა­ნა­ცხა­და ლუკა ძა­ძა­მი­ამ.

კი­თხვა­ზე, ხომ არ შე­იძ­ლე­ბა ის კვლავ რუს­თა­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდეს, ძა­ძა­მი­ას გან­მარ­ტე­ბით, რუს­თა­ველ­ზე „შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ან სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი დგა­ნან“.

„თუ რუს­თა­ველ­ზე ვინ­მეს ვი­ხი­ლავთ, ვი­ხი­ლავთ ან შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნილ ადა­მი­ა­ნებს, ან სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე­ებს, რომ­ლე­ბიც უბ­რა­ლოდ გარე და­ფი­ნან­სე­ბის ხარ­ჯზე იხა­რე­ბენ გულს“, - გა­ნა­ცხა­და ლუკა ძა­ძა­მი­ამ.

ცნო­ბის­თვის, ლუკა ძა­ძა­მი­ამ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო და­ტო­ვა. 21 წლის ლუკა ძა­ძა­მია საკ­რე­ბუ­ლო­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით 2025 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ვი­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×