
მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პროკურატურას მიმართავს.
"გამწარებული დედის ღია წერილი საქართველოს პროკურატურას.
მოგესალმებით!
მე ვარ არასრულწლოვნების ჯგუფის მიერ მოკლული ექიმის/მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა.
საქმე გახმაურებულია, ვიცი იცნობთ, ამიტომ არ აღვწერ დეტალურად.
მოვითხოვ ღიად, საჯაროდ, განმარტოთ,
1) რატომ ქონდა არასრულწლოვანთა საქმის მასალებთან წვდომა ვიღაც Lev Van-ს ?
2) მე რატომ არ ვიცნობ იმ დეტალებს სადაც გიგა ავალიანი ,,სასიყვარულო მესიჯებს უგზავნის მოსწავლეებს"?!
(ვციტირებ Lev Vani-ს კომენტარიდან და ვვურთავ სურათის სახით).
SOS ახლა სოცქსელებით აყალბებთ საქმეს
3) როგორც თვითონ ამბობს, იურისტია და გაეცნო საქმის მასალებს.
გიგა ავალიანს არ ეკადრება, ასეთი ლექსიკონის იურისტებმა იძიონ მისი საქმე, არც სახელმწიფოს ეკადრება, სხვათა შორის!
ამის საფუძველზე, მკაცრად მოვითხოვ, საქმე წავიდეს ხელახალ წარმოებაში!
4) სახეზე გვაქვს, საჯარო მუქარა. სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, რომ მერე ახალი მკვლელობის საქმეც არ გაგიხდეთ გასაყალბებელი, თორემ ვეღარ გაგვიყალბებთ, რადგან უკვე ვიცით თქვენი ხელწერა, ნდობა დავკარგეთ და ვერ გაგვაცურებთ, რასაც Lev-Van-ები არ გაპატიებენ!
მოვითხოვ წერილზე პასუხს ღიად და სასწრაფოდ.
პატივისცემით (ჯერ კიდევ), გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე" - ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის, ახალგაზრდა მასწავლებელს გიგა ავალიანს თავს 1-ელ ოქტომბერს დაესხნენ, რის შედეგად მიღებული დაზიანებებითაც ის კლინიკაში 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე ორი პირი ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძეა დაკავებული.
გაბაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი რიკაძეს კი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პალიტრავიდეო