
მიხეილ სააკაშვილის მეგობრები ცდილობენ ტყუილიდან გამოადნონ რაღაც სალაპარაკო მსოფლიოსთვის, ევროპისთვის და ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზიანონ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა. მისი თქმით, ევროპის სახალხო პარტია EPP და მისი წევრები წარმოადგენენ მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის მეგობრებს, შესაბამისად, ისინი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებიან ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მეგობრები.
„ევროპის სახალხო პარტია EPP და მისი წევრები წარმოადგენენ მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის მეგობრებს, შესაბამისად, ისინი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებიან ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მეგობრები. როგორც აქამდე, ისე დღეს აგორებული კამპანია თითქოს საქართველო რაიმე ფორმით ყოფილიყოს „შავი ხვრელი“, სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი, არ დადასტურდა, პირიქით, ქართულმა მხარემ ყველა შემოწმებისას მხოლოდ მადლობები მიიღო იმ ადამიანებისგან, თუ ექსპერტებისგან, ვინც საქართველოში ბრძანდებოდა. მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილის მეგობრები ცდილობენ ტყუილიდან გამოადნონ რაღაც სალაპარაკო მსოფლიოსთვის, ევროპისთვის და ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზიანონ. თუ რეალურად შევხედავთ სიტუაციას, საქართველო ასრულებს ყველა პირობას, რომ არ გახდეს ჩვენი ქვეყანა სანქციებისგან თავის არიდების მექანიზმი“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
„ევროპის სახალხო პარტია“ ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს.