რეზონანსი
21.11.2025

ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (BBC) გასულ წელს 1 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტი დაკარგა, რადგან რვა ოჯახიდან ერთმა, უარი თქვა ლიცენზიის საფასურის გადახდაზე, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, დაახლოებით 3.6 მილიონმა ოჯახმა განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ლიცენზია, რადგან BBC-ის სერვისებით სარგებლობა არ სურთ.

თემთა პალატის საჯარო ანგარიშების კომიტეტის (PAC) თანახმად, ეს მაჩვენებელი 300 000-ით მეტია წინა წელთან შედარებით, რამაც 617 მილიონი გირვანქის ოდენობის ზარალი უკვე გამოიწვია.

ბოლო თვეებში BBC სკანდალების სერიაში გაეხვია, რის კულმინაციასაც მისი ხელმძღვანელის სერ ტიმ დეივის გადადგომა წარმოადგენდა.

ამ თვის დასაწყისში გაირკვა, რომ გადაცემა „პანორამამ“ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოსვლის კადრები დაამონტაჟა, რათა ეჩვენებინა, თითქოს მან მხარდამჭერებს 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის არეულობებში „ბრძოლისკენ“ მოუწოდა.

PAC-ის ახალმა ანგარიშმა ასევე გამოავლინა, რომ BBC-ის 2.9 მილიონმა მაყურებელმა თავი აარიდა 174.50 გირვანქა სტერლინგის ოდენობის წლიური გადასახადის გადახდას, რამაც მაუწყებელს 550 მილიონი გირვანქა სტერლინგის შემოსავალი დააკარგვინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×