რეზონანსი
21.11.2025

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ქალაქის შემოგარენში, ქუჩებში, ურნებთან უკანონოდ არ განათავსოთ სამშენებლო-სარემონტო ნარჩენი, ძველი ავეჯი, ნივთები, მეორადი საბურავები, ავტომანქანის ნაწილები და ანასხლავი ტოტები. კანონის დარღვევის ნაცვლად, შესაძლებელია, ისარგებლოთ ხელსაყრელი მუნიციპალური სერვისებით. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდებზე:

https://tbsg.ge

https://tgservice.ge

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა, სპეცტექნიკის საშუალებით, ამჯერად ისნის რაიონში 40-მდე მისამართიდან გაიტანეს უკანონოდ განთავსებული სამშენებლო და სხვა არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერებში და მიმდებარედ, გამწვანებულ ტერიტორიებზე, ქალაქის შემოგარენში სამშენებლო/ინერტული, საავტომობილო ნარჩენის, ძველი ავეჯის განთავსება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

გაუფრთხილდი ქალაქს, იზრუნე გარემოზე!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×