რეზონანსი
21.11.2025

უკრაინას დარჩენილი აქვს 6 დღე საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ვოლოდიმირ ზელენსკის ამერიკული მხარის მოთხოვნით დრო 27 ნოემბრამდე მისცეს - ამ ვადაში უნდა ჩამოაყალიბოს პოზიცია დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე. Financial Times-ის ინფორმაციით, ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ ზელენსკი დათანხმდება განსახილველ პირობებს და უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო შეთანხმება დეკემბრის დასაწყისში გაფორმდება. გეგმა ზელენსკის უკვე გადასცეს.

მანამ, სანამ უკრაინის პრეზიდენტი ხელს მოაწერს დოკუმენტს, რომელიც კიევს მძიმე და წამგებიან პირობებში აყენებს, ზელენსკი პირადად შეხვდება დონალდ ტრამპს. შეხვედრა მომავალ კვირაშია დაგეგმილი და იქ განიხილავენ ტრამპის 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკება რთული იქნება, რადგან კიევის ოფიციალური პოზიცია უცვლელია: „უკრაინის მიწა გასაყიდი არ არის“, და ქვეყანა ტერიტორიების დათმობას არ განიხილავს.

რა წერია ტრამპის 28-პუნქტიან გეგმაში, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოება საგრძნობლად შეაშფოთა?

გეგმის ძირითადი პუნქტებია:

• რუსეთი ვალდებულდება, რომ მეზობელ ქვეყნებში აღარ შეიჭრება;

• ნატო აღარ გაფართოვდება;

• ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე ფაქტო აღიარებას მიიღებს, როგორც რუსული რეგიონები;

• რუსეთს გადაეცემა უკრაინის ის მიწებიც, რომლებიც დღეს კიევის კონტროლქვეშაა;

• ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებული ნაწილი დარჩება პუტინის ხელისუფლებაში;

• უკრაინა უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებაზე;

• უკრაინის არმია მნიშვნელოვნად შემცირდება.

ეს არის დონალდ ტრამპის „მშვიდობის ფორმულა“, რომლის მიღებაზე ზეწოლა ახლა ყველაზე მაღალია და ზელენსკის წინაშე, ფაქტობრივად, ისტორიული არჩევანი დგას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×