რეზონანსი
21.11.2025

„არაბთა გაერთიანებული საამიროები კანადაში 50 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას ჩადებს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ენერგეტიკა და სამთო-მომპოვებელი პროექტები”-წერს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

„როიტერსის“ ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროები საზღვარგარეთ ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების გაფართოებას ცდილობს, განსაკუთრებით ახლახან შექმნილი კომპანია XRG-ის მეშვეობით, რომელიც აბუ-დაბის ნავთობის მსხვილი კომპანიის, ADNOC-ის, უცხოური ინვესტიციების განყოფილებაა.

როგორც გამოცემა წერს, აბუ-დაბი დიდ ინვესტიციებს დებს ასევე ხელოვნურ ინტელექტში და ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ჰაბის აშენებას გეგმავს.

გამოცემის ცნობითვე, არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტიციების სამინისტროს თქმით, შეთანხმებაზე ხელმოწერა კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის მიერ, აბუ-დაბიში მისი ვიზიტის ფარგლებში მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×