რეზონანსი
21.11.2025

თუ კიევში პრეზიდენტი ტრამპის წინადადებების განხილვა არ სურთ, მათ და ომის ევროპელ წამქეზებლებს უნდა ესმოდეთ, რომ მოვლენები, რომლებიც კუპიანსკში მოხდა, გარდაუვალად მოხდება ფრონტის სხვა საკვანძო მონაკვეთებზეც - ჩვენ მზად ვართ, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვისაც,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს.

მისი თქმით, „უკრაინა და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ ილუზიებში იმყოფებიან და ოცნებობენ, რომ რუსეთი სტრატეგიულად დაამარცხონ ბრძოლის ველზე”.

„აშშ-ის ადმინისტრაციას დღემდე არ გამოსდის უკრაინული მხარის დათანხმება, უკრაინა წინააღმდეგაა. როგორც ჩანს, უკრაინა და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ ილუზიებში იმყოფებიან და ოცნებობენ, რომ რუსეთი სტრატეგიულად დაამარცხონ ბრძოლის ველზე. ვფიქრობ, ასეთ პოზიციას საფუძვლად მხოლოდ კომპეტენციის დაბალი დონე არ უდევს - საქმის ამ მხარეს ახლა არ განვიხილავ. მაგრამ, სავარაუდოდ, ეს პოზიცია ბრძოლის ველზე რეალურ სიტუაციაზე ობიექტური ინფორმაციის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული...

თუ კიევში პრეზიდენტი ტრამპის წინადადებების განხილვა არ სურთ და ამაზე უარს ამბობენ, მაშინ მათ და ომის ევროპელ წამქეზებლებს უნდა ესმოდეთ, რომ მოვლენები, რომლებიც კუპიანსკში მოხდა, გარდაუვალად მოხდება ფრონტის სხვა საკვანძო მონაკვეთებზეც. შეიძლება ისე სწრაფად არა, როგორც ვისურვებდით, მაგრამ ეს გარდაუვალად გამეორდება...

მაგრამ ჩვენ, როგორც აქამდე არაერთხელ მითქვამს, მზად ვართ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვისაც, პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის. მაგრამ ეს საჭიროებს, რა თქმა უნდა, შემოთავაზებული გეგმის ყველა დეტალის საგნობრივად განხილვას. მზად ვართ ამისთვის," - განაცხადა პუტინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×