რეზონანსი
21.11.2025

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ რადიკალური ოპოზიციის გზავნილების და ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო განცხადების ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინის არსებული მდგომარეობა ნორმალურ ადამიანს ვერ გაახარებს.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, თუ რა მოხდებოდა, საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები რომ ყოფილიყვნენ

"უკრაინის ეს მდგომარეობა დღეს ნორმალურ ადამიანს ვერ გაახარებს. ახლა გაიაზრეთ, რა დაემართებოდა საქართველოს ამ კლიპის მარცხენა ფანჯარაში ნაჩვენები პირები რომ ყოფილიყვნენ გადაწყვეტილებების მიმღებები. ეს პროპაგანდა არ არის, ეს რეალობაა," - წერს თენგიზ შარმანაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×