რეზონანსი
22.11.2025

"სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბა­ზე” უკ­რა­ი­ნის იძუ­ლე­ბის­თვის აშშ სა­დაზ­ვერ­ვო მო­ნა­ცე­მე­ბის და ია­რა­ღის მი­წო­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტით იმუქ­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "როიტერსი" ორ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

"აშშ უკ­რა­ი­ნის­თვის სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბის და ია­რა­ღის მი­წო­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტით და­ი­მუქ­რა, რათა აი­ძუ­ლოს ის, და­ე­თან­ხმოს აშშ-ის მე­დი­ა­ცი­ით შექ­მნი­ლი სამ­შვი­დო­ბო გეგ­მის ჩარ­ჩო­ზე“, - ნათ­ქვა­მია გა­მო­ცე­მის გან­ცხა­დე­ბა­ში ორ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით.

წყა­რო­ებ­მა, რომ­ლებ­მაც ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნა ამ­ჯო­ბი­ნეს, აღ­ნიშ­ნეს, რომ კი­ე­ვი ვა­შინგტო­ნის მხრი­დან უფრო დიდი ზე­წო­ლის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი წინა სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს, და აშშ-ის სურს, რომ უკ­რა­ი­ნას შე­თან­ხმე­ბის ჩარ­ჩოს 27 ნო­ემ­ბრამ­დე მო­ა­წე­როს ხელი.

"მათ სურთ, რომ ომი გა­ა­ჩე­რონ და სურთ, რომ უკ­რა­ი­ნამ გა­და­ი­ხა­დოს ფასი“, - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა წყა­რომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×