რეზონანსი
23.11.2025

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ სამშვიდობო წინადადების ავტორი ამერიკაა. ამის შესახებ მარკო რუბიო სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„ის შეთავაზებულია, როგორც ძლიერი ჩარჩო მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის. ის რუსული მხარის წინადადებებს ეფუძნება, თუმცა, ასევე ეფუძნება უკრაინის წინა და მიმდინარე წინადადებებსაც“, – წერს რუბიო.

მანამდე, „სქაინიუსი“ ორ ამერიკელ სენატორზე დაყრდნობით წერდა, რომ ამერიკის მიერ წარდგენილი 28-პუნქტიანი გეგმა არ იყო ადმინისტრაციის და ამას რუსების სურვილების სია უწოდა.

„ეს ადმინისტრაცია არ იყო პასუხისმგებელი გეგმის ამჟამინდელი სახით გამოშვებაზე, მათ სურთ მისი გამოყენება საწყის წერტილად“, – თქვა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, მაიკ რაუნდსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×