რეზონანსი
23.11.2025

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, უკრაინაში კრიზისის დასასრულებლად საჭიროა როგორც უკრაინის, ასევე მისი ევროპელი პარტნიორების თანხმობა და არა დიდი სახელმწიფოების.

მისი განცხადებით, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე კონფლიქტი და მისი შედეგი მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას ეხება.

"ეს არის ომი, რომლის დასრულებაც მხოლოდ უკრაინის თანხმობით და ჩვენი, ევროპის თანხმობით შეიძლება, რადგან ეს არის ომი ევროპის კონტინენტზე", - თქვა მან.

მერცმა განაცხადა, რომ გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წარმომადგენლების საგარეო პოლიტიკის მრჩევლები დღეს ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებთან დამატებით კონსულტაციებს გამართავენ.

მერცმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უნდა შეიქმნას.

მისი თქმით, ამჟამად კონფლიქტის დასრულების შანსი არსებობს, თუმცა, ის ამბობს, რომ მხარეები ჯერ კიდევ შორს არიან საერთო, დამაკმაყოფილებელი შედეგისგან.

რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა მედიამ გამოაქვეყნა აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმის პუნქტების სრული სია, რომელიც განსახილველად უკრაინას გადაეცა.

გავრცელებული ინფორმაციით, გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს:

უკრაინის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რუსულად აღიარებას.

ხერსონისა და ზაპოროჟიეს (ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ) რუსეთის კონტროლქვეშ აღიარებას.

ტრამპმა უკრაინას 27 ნოემბრამდე მისცა ვადა, რათა დათანხმდეს ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×