რეზონანსი
23.11.2025

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა მეტროსადგურ „ავლაბრიდან" მეტროსადგურ „მარჯანიშვილისკენ" მეტროს საშუალებით გადაინაცვლეს.

ისინი მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან" იმყოფებიან, მიმდებარე ტერიტორია კი პოლიციამ დაიკავა. ისინი ადგილზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, როდესაც მსვლელობის მონაწილეები მივიდნენ. საპოლიციო ძალები იმგვარად განლაგდნენ, რომ მსვლელობის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა ვერ შეძლონ.

ისმის შეძახილები „ცეცხლი ოლიგარქიას", „ბოლომდე".

ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა ქუჩებზე გამართავენ მსვლელობას.

აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან 21:00 საათზეა დაგეგმილი. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბებიან- დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×