
საქართველომ წააგო, ვინაიდან წარმოიდგინეთ ჩვენი განვითარების პერსპექტივა, რომ არა ეს ოკუპაცია, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს ჩვენს რეგიონებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირასთან".
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი სამართლებრივად არ უღიარებია სააკაშვილს, მაგრამ მიანიშნა, რომ არსებობს საზღვრები, სადაც ვრცელდება გარკვეული იურისდიქცია.
„სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი სამართლებრივად არ უღიარებია სააკაშვილს, მაგრამ მიანიშნა, რომ არსებობს საზღვრები, სადაც ვრცელდება გარკვეული იურისდიქცია და როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, ანუ ომი მოხდა, დაიპყრო სწორედ ის ტერიტორია, რომელიც მონიშნა სააკაშვილმა ახალგორის ჩათვლით. ახალგორიც შეუერთა ამ ტერიტორიას, რათა „პრეზიდენტის" არაკონსტიტუციური არჩევნები ყოფილიყო რაც შეიძლება, დიდ ტერიტორიაზე გავრცელებული. ეს თავისთავად გულუბრყვილო გეგმა იყო, მაგრამ ახლა როგორც ჩანს, არათუ გულუბრყვილო, სერიოზული ავანტიურის წინაპირობა იყო.
2004 წლის აგვისტოდან მოყოლებული, არ გაჩერებულა სააკაშვილი. როგორც კი ყველა ადამიანი, ვინც ჩართული იყო სამშვიდობო პროცესში, სამსახურიდან დაითხოვეს, დაიწყო პროცესი კოდური სახელწოდებით „კოკოითი ფანდარასტ". მისი მთავარი მონაწილეები კონფლიქტის შემდეგ უკვე აღმოჩნდნენ მოსკოვში. საქართველომ წააგო, ვინაიდან წარმოიდგინეთ ჩვენი განვითარების პერსპექტივა, რომ არა ეს ოკუპაცია, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს ჩვენს რეგიონებს", - აღნიშნა ვოლსკიმ.