რეზონანსი
24.11.2025

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მომხმარებელს განახლებულ ვებგვერდსა და ციფრულ სერვისებს სთავაზობს. ახალი ვებპლატფორმა საშუალებას აძლევს ჯივიპის აბონენტებს დისტანციურად, სწრაფად, მარტივად და კომფორტულად ისარგებლონ ყველა საჭირო მომსახურებით. ვებგვერდი სრულად მორგებულია ყველა ტიპის მოწყობილობაზე - კომპიუტერებსა და მობილურებზე, რაც უზრუნველყოფს მომსახურების ონლაინ ხელმისაწვდომობას ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან.

ჯივიპის მოდერნიზებული ვებგვერდის მთავარი სიახლე მომხმარებლის პერსონალური კაბინეტია, სადაც აბონენტები დარეგისტრირების შემდეგ შეძლებენ მართონ პირადი მონაცემები, აკონტროლონ დავალიანება, გადაიხადონ მომსახურების საფასური და საჭიროებისამებრ დააფიქსირონ მრიცხველის ჩვენება ონლაინ. კაბინეტიდან ასევე შესაძლებელია აბონენტის მისამართზე დაგეგმილი ან მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი, განაცხადების დაწერა და მისი სტატუსის შემოწმება, ასევე პრობლემური საკითხების დაფიქსირება.

გარდა პერსონალური სერვისებისა, განახლებული ვებგვერდი მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაეცნოს კომპანიის მნიშვნელოვან პროექტებს, მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს და ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს.

ჯივიპი მომხმარებლის კომფორტს, მომსახურების გამარტივებასა და ციფრულ ტრანსფორმაციას ერთდროულად უზრუნველყოფს, რაც კომპანიის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისა და მოდერნიზაციის პროცესის ნაწილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×