|

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერმა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით პაპ ლეო XIV-ს რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ვატიკანში მისი პირველი ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას.
„რომის პაპთან გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვატიკანის, რომის პაპის მხარდაჭერა. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ეს მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რისთვისაც რომის პაპს მადლობა გადავუხადე. მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ვატიკანის მხრიდან არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რასაც ხაზი გავუსვით. ასევე საუბარი გვქონდა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან და იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის და თანამედროვე სამყაროს წინაშე, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება ქრისტიანული ღირებულებებისთვის ბრძოლას. რა ბრძოლას გადის ამ კუთხით ჩვენი ქვეყანა, როდესაც საქმე ეხება ქრისტიანულ, ტრადიციულ ღირებულებებს, ამაზეც გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი რომის პაპთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა რომის პაპი ლეო XIV საქართველოში მოიწვია.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|