რეზონანსი
24.11.2025

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მილანში გარე განათების მიმართულებით ერთ-ერთ უდიდეს მწარმოებელ ქარხანას ეწვია. კომპანია Disano-ს მსოფლიო მასშტაბით უდიდესი მიწოდების ქსელი აქვს, იტალიის ბაზარზე კი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია.

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი და თანამშრომლები თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ პროდუქციას და გარე განათების კუთხით არსებულ სიახლეებს გაეცნენ.

იტალიური კომპანია Disano-ს წარმოებული პროდუქცია დედაქალაქში, ნარიყალას ციხის განათების სისტემაში იქნება გამოყენებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×